„ტვ პირველის” ჟურნალისტს სიმონ შანავას Covid-19 დაუდასტურდა

„ტვ პირველის” ჟურნალისტს სიმონ შანავას Covid-19 დაუდასტურდა. როგორც სიმონ შანავა წერს, მას პირველი სიმპტომი ექვსი დღის წინ აღენიშნებოდა. თანდათან Covid-19-ის მახასიათებლები მოემატა და ახლა, მას ყნოსვა და გემო დაქვეითებული აქვს.

მოკლედ მოგიყვებით იმ სიპტომების შესახებ რაც მე გამომივლინდა.

დღე 1.
ვიგრძენი ყელის ტკივილი მაგრამ 2 საათში გამიარა.

დღე 2.
თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.

დღე 3.
მომცა სიცხე 37.3 .

დღე 4.
დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.

დღე 5.
ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.

დღე 6 .
არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ-წერს შანავა

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია : დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : სააკაშვილს შეუძლია, ჯერ ცაში აგიყვანოს და მერე ტალახში გაგორაოს