TV პირველის ჟურნალისტი:სამართლებრივად ვიომებ

TV პირველის ჟურნალისტის ნატო გოგელიას თქმით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ტელეფონზე უსმენს. ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში ბესო ქათამაძესთან ერთად მივიდა განცხადების შესატანად, თუმცა, მისი თქმით, არ შეუშვეს და იუსტიციის სახლის მენეჯერმა განცხადების ყუთში ჩაგდება ურჩია.

საქმე ეხება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის 29 ოქტომბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს “დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები” – მთავარი არხი და TV პირველი. კობახიძის ინფორმაციით, TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს ესაუბრა.

“მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, “აპირებენ ხმაურს და არეულობას”, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს” – განაცხადა კობახიძემ.

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უსმენს.

“ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო. ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე, რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინწინ მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა ქართულმა ოცნებამ და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.

ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით, სადაც დაახლოებოთ 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე! აი, სულ ეს იყო ამბავი!!! დანარჩენი კი აწი იქნება, ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმე შევძლებ რუსებთან მოლაპარაკებას-ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატია“ქართული მარში” რუსთავიდან თბილისში ოპოზიციის აქციაზე მომავალ ავტოკოლონას არ უშვებს