„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავის არეში აქვს რამდენიმე ჭრილობა. რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სახის არეში აქვს მიღებული დაზიანებები.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გამოძახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია და ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ის შემთხვევის ადგილზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოძახების შემდეგ მივიდა.
შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, მათ შორის კობა ხაბაზის მიმართ თავდასხმაზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები კი საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი.