„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა