“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა

Tv ,,პირველის“ გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა.

“კორონავირუსის ფონზე უცნაურად მოგეჩვენებათ ჩემი სტატუსი, მაგრამ ზუსტად კორონავირუსის დაფიქსირების წუთებში ვამცნე ჩვენს გუნდს ეს ამბავი და ეხლა აქ უნდა გავასაჯაროო,თან სწორედ ამ ამბის გაშუქება იქნება მისი ახალი პოზიციის პირველივე დღეს მთავარი ამბავი. ძალიან მაგარი სიახლეა ჩვენს ტელევიზიაში-ხვალიდან ტვ,,პირველის,, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ჩაიბარებს ადამიანი, რომელიც ქართული მედიის გამორჩეული ვარსკვლავია, ავტორიტეტული,ობიექტური, სამართლიანი, სანდო ,შეუვალი და მაგარი. მაღალი ხარისხის და მაღალი ღირსებების და პრინციპების ჟურნალისტი,მაგარი დეკანი და მაგარი ლექტორი ,რომელიც ჟურნალისტების თაობებს ზრდის -ეს ნინო ჟიჟილაშვილია. მოდის დიდი გეგმებით და ზუსტად ვიცი, იმაზე უფრო მაგრად განახორციელებს საკუთარ გეგმებს,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია)))))ვაღიარებ,რომ მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე თავდაპირველად ჩემი იდეა იყო,რომელსაც მთელმა გუნდმა ერთხმად დაუჭირა მხარი.❤️❤️❤️ უზომოდ ვაფასებ და უზომოდ გვეიმედება ყველას. წარმატებები ნინოს და ზუსტად ვხედავ, რას გააკეთებს და როგორ)))✌️✌️✌️საგანგებო და დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მეგობარს ,მათე კირვალიძეს,რომელმაც ააწყო ტვ ,,პირველის,, საინფორმაციო და გამოზარდა ახალი თაობის ჟურნალისტები,რომელთა ყოფნაც ჩვენს არხზე მეამაყება,. დაუღალავი შრომა და ენერგია ჩადო მან ამ ტელევიზიაში.მე და მათე ერთად მივედით ამ არხზე და ტვ,,პირველის,, განვითარებაში მისი წვლილი უდიდესია)))))მათე
სხვაგან გააგრძელებს მუშაობას და იმ ახალ საქმეშიც,ამჯერად სხვა არხზე ,გულით ვუსურვებ დიდ წარმატებებს.✌️✌️✌️.უკვე ხვალიდან კი,კეთილი იყოს ჟიჟის ფეხი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე და ნიუს რუმში❤️❤️❤️✌️✌️✌️. ძალიან მიხარია!ძალიან! სულ მალე-კიდევ ერთი ახალი ეტაპი ტვ,,პირველის,, ისტორიაში ,ჟიჟის ხელმძღვანელობით დაიწერება”, -წერს Tv ,,პირველის“ გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან? (ვიდეო)
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე ირანის ორი მოქალაქეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და უკანვე თურქეთში გააბრუნეს