TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა
ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დედაქალაქის ქუჩებში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. რადიკალი მოძალადეები სასტიკად გაუსწორდნენ TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელსაც სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან















