„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს​

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს​.

ოპერატორი იოსელიანის ქუჩაზე საკუთარი სახლიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს.

მისმა კოლეგებმა, ოპერატორებმა სახლთან დაშვებული კამერებით დერეფანი მოაწყვეს.

„ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო, პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მისი კოლეგები, პოლიტიკოსები. ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის 5 ივლისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას
შემდეგი სტატიანიკა მელია: ეს რეჟიმი აუცილებლად აგებს პასუხს