“ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.

ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

ჯიოშვილის თქმით, მან პოლიციელი საგზაო წესების დარღვევაში ამხილა – ვიდეოში ჩანს ავტომობილი, რომელსაც აქვს შსს-ს საშვი. ავტომობილის მძღოლი საკრებულოს წინ მოძრაობის წესებს არღვევს და როგორც ვიდეოში ჯიოშვილი ჰყვება, აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს. მძღოლს საპატრულო პოლიცია აჩერებს, თუმცა ჯარიმას არ უწერს. ამის მიმართ პროტესტის ნიშნად, ლაშა ჯიოშვილი ვიდეოში იგინება.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ
შემდეგი სტატიაISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა