“ტვ პირველის” მფლობელი პროკურატურაში დაიბარეს

“ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ ტვ პირველს არავის მოაგუდინებს.

“პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ!” – წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას – მურადაშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილს ზღვა სახლთან გადააქვს?! – გურიის ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდებიან