„ტვ პირველის“ გარდა ფინანსთა სამინისტრომ ინკასო კიდევ ორ ტელევიზიას დაადო

ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახურმა, სამ ტელეარხს: „კავკასიას“, „ტვ პირველსა“ და „რუსთავი 2“-ს ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიების გენერალური დირექტორები ადასტურებენ.

„ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიის ანგარიშზე დადებულია ინკასო.

როგორც, ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ წსელში წერს, „ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს“.

„მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

პაატა სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია, ფინანსთა სამინისტროს მოქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ჩვენ, მენეჯმენტი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა. რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხორციელებიათ და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ, მცირედი გადაცილება გვაქვს დროში“, – თქვა სალიამ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი-დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით
შემდეგი სტატიაალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაზვერვის შეფი ხდება, იზორია გერმანიაში მიდის