“ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას” ვაკისრებთ – საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოვუწოდებთ”- ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

“ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის განცხადების თანახმად, მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი მეომარი, რომელმაც მეთაურობა თავის თავზე აიღო და ოკუპანტები გაანადგურა
შემდეგი სტატიარუსეთი უგულებელყოფს 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას – სიბიგა