“TV პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქცია” განახლდება

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეთერში ბრუნდება. თებერვლის ბოლოდან “TV პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქცია” განახლდება:

”მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ გადავწყვიტე, ”რეაქცია”გავაცოცხლო. თებერვლის ბოლოდან ვიქნებით ეთერში, რა თქმა უნდა, ტვ ”პირველზე”. ფორმატი-იგივე, ”რეაქციისეული” და თქვენთვის უკვე ნაცნობი. ძალიან მომენატრა დიდი თოქ-შოუ და რადგან ამ ფორმატის გადაცემები ბევრი აღარაა ტელე-სივრცეში, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, გადავწყვიტე და ვიწყებ”,-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება გამყოფ ხაზზე დაკავებულებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ისინი შეგნებულად აკნინებენ პრეზდენტის ინსტიტუტს