“ტვ პირველის” დამფუძნებელი: შედეგი ის რეალობაა, რა რეალობაშიც დღეს გავიღვიძეთ

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის დილიდან ლექსო ლაშქარავას სახლში იმყოფება.

ვატო წერეთელი ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდორმია და ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი რომაა იცით ყველამ, უბედური შედეგი დადგა. სახელმწიფო რას იზამს ფიქრიც აღარ მინდა, სახელმწიფოს შედეგი ის რეალობაა რა რეალობაშიც დღეს გავიღვიძეთ, ყველაფერი ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს”, – ამბობს ვატო წერეთელი.

ვატო წერეთელი ამბობს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარი პოლიციელებმა ძალით მოიტაცეს, ისე რომ შვილმკვდარი დედისთვის არაფერი აუხსნიათ.

პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ, მის მეგობრებს, ტვ პირველს, რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა ლექსოს მიმართ ძალადობა მთელმა ქვეყანამ ნახა, მერე ოპერაცია გაუკეთეს, გამოწერის მერე ტკვიილები ჰქონდა არ იყო კარგად, დედამ დილას იპოვა გარდაცვლილი. ყველას გვაინტერესებს რა თქმა უნდა მიზეზი, თუმცა რაც ვიხილე ეს იყო წარმოუდგენელი, იმის მაგივრად ვინმე მოსულიყო პოლიციიდან ფსიქოლოგი აეხსნა პროცედურები, 30 პოლიციელი შემოვარდა, ჯერ მოიტაცეს, ლიფტში შეიყვანეს მერე კიბეებზე ათრიეს, აქ ხდებოდა წარმოუდგენელი, სიტყვები არ მყოფნის აქ რაც ვნახეთ, ესეთი შტურმი და სპეცოპერაცია მიცვალებულის გატაცების მე არ მსმენია”, – ამბობს ვატო წერეთელი.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა
შემდეგი სტატია“აბსოლუტურად ჯანმრთელი, ფრჩხილიც არ ასტკიებია და რა უქნეს?!”- გარდაცვლილი ოპერატორის დედა