შავი ჯიპებიდან გადმოსული იარაღიანი ტიტუშკები მარჯვენა სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ როდესაც მოქალაქეებს შეიარაღებული პირი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული ადამიანი დაუპირისპირდა, მათთან ერთად დავით მიქაძე იმყოფებოდა.
დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
წყარო: ტვ პირველი
















