„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოში ძებნილად არის გამოცხადებული. მას ქართულმა სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 2013 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.














