ტვ პირველი: კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია

კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია. “პირველებმა” მისი იდენტიფიცირება მოახდინა, სუს-მა ევროპული აქციაზე საიდუმლო მისიით, მალხაზ ბრეგვაძე გააგზავნა.

საიდუმლო ოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც აქტივისტებმა ბრეგვაძის საეჭვო ქცევა შენიშნეს და აქციის ეპიცენტრის დატოვება მოსთხოვეს.

საეჭვო იყო სუს-ის თანამშრომლის ქმედება კამერების წინ – მან “პირველების” კორესპონდენტს ვინაობის გამხელაზე უარი უთხრა. კადრებში რომელიც ჩვენმა რეპორტიორებმა გადაიღეს, ჩანს, რომ მალხაზ ბრეგვაძეს მობილურით რამდენჯერმე დაურეკეს და სავარაუდოდ გარკვეული დირექტივა მისცეს.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიევროდეპუტატები “ოცნებას”: ისტორიული შანსი დაკარგეთ
შემდეგი სტატია“ოცნების” გადაწყვეტილებას იუსტიციის სახლის 300-მდე თანამშრომელი ემიჯნება