TV 11 ის ეთერში ახალი ბანერი გაჩნდა წარწერით “მაესტრო 24”

TV 11 ის ეთერში დღეს ახალი ბანერი გაჩნდა წარწერით “მაესტრო 24”. როგორც ცნობილია TV 11 ის სიხშირე მაკა ასათიანს ეკუთვნის. ბაია გადაბაძის განცხადებიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ შენობა საიდანაც დღეს მაესტრო მაუწყებლობს და ტექნიკა არ ეკუთვნის შპს სტუდია მაესტროს და ის მაკა ასათიანის საკუთრებაა. არ არის გამორიცხული სწორედ TV 11 ზე გააგრძელოს მუშაობა მაესტროს ახლანდელმა გუნდმა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე “ტელეკომპანიის დირექტორად დაარეგისტრირებს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების მხრიდან “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს”
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე: თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, რომ ამ შენობიდან მართოს “მაესტრო”, ეს არ გამოვა