ტუსკის განცხადებით, ვარშავაში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა იყო

პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, 2024 წელს ვარშავაში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა იყო. ამის შესახებ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ვარშავის ცენტრში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელდა. ზოგიერთ დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ისინი იძებნებიან. ყველას გიპოვით” – წერს პოლონეთის პრემიერი.

შეგახსენებთ. მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის მაისში გაჩნდა. ხანძრის შედეგად ათასზე მეტი ობიექტი დაიწვა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს რეალობას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”- გუნბა
შემდეგი სტატია“დეზინფორმაცია ისე შორს მიდის, რომ ჩვეულებრივ ხელსახოცს ასაღებს, როგორც ნარკოტიკს”-ელისეის სასახლე რუსულ პროპაგანდას პასუხობს