პოლონეთსა და უკრაინას შორის ისტორიული წარსულის გამო ახალი დიპლომატიური უთანხმოება მწვავდება.
კონფლიქტის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის არმიის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდა.
ზელენსკის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენას ემსახურება.
დონალდ ტუსკი (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი): ზელენსკის ეს ნაბიჯი ლახავს პოლონელების ისტორიულ გრძნობებს და ყოველგვარი საჭიროების გარეშე ამწვავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ უთანხმოებას. ტუსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაიაზროს, თუ რას ნიშნავს პოლონელი ხალხისთვის ამ არმიის „ბნელი მემკვიდრეობა“.

















