ტუსკი: თურქეთი სრულიად მოწყვეტილია რეალობას

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთი სრულიად მოწყვეტილია რეალობას, თუკი ნიდერლანდების მთავრობას “ფაშისტებს” უწოდებს. “როტერდამი ეს ერაზმის ქალაქია, რომელიც ნაცისტებმა სრულიად გაანადგურეს და სადაც დღეს მერი მოროკოელია. თუკი როტერდამში ვინმე ფაშიზმს ხედავს, ეს ადამიანები რეალობას სრულიად მოწყვეტილი არიან” – განაცხადა ტუსკმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ ვერასდროს მიიღებს ევროპული მთავრობების ფაშიზმთან შედარებას. “თუკი თქვენ იმ პერიოდის შედარებას აკეტებთ, ეს სრულიად მიუღებელია. ის, ვინც ამას აკეთებს, ევროპისგან დისტანცირებს და არა პირიქით” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა ნიდერლანდების და გერმანიის მთავრობებს “ფაშისტური” უწოდა იმის გამო, რომ მათ საკუთარ ტერიტორიაზე თურქეთის მთავრობას აგიტაციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი აშშ-სგან ნაცისტი დამნაშავის გადაცემას მოითხოვს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია- ” ვარლამ არავიძე: ,,რაზვე ეტო ნორმალьნო?!”