ტუსკი-საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი

“მაგიდის ირგვლივ ყველამ იცის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის მოვლენების უკან არის რუსეთი, მოსკოვი. მე ამ ქვეყნებში ვხედავ რუსეთის ჩარევას” – განაცხადა ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან, საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

ტუსკი ქართველ ხალხს მიმართავს, რომ “თუ რაიმეს მიღწევა სურთ, იყვნენ ძლიერები და დადგნენ მყარად”

“თქვენ იცით ჩემი პოზიცია, საქართველო ჩემი გულია და ჩემს გულშია. მე ყოველთვის ვუძღვნი თავს, როდესაც საქმე ეხება თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და პროევროპულ გზას საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ველოდით….

ახალგაზრდობაში, მეც ვიყავი დემონსტრაციის ნაწილი, 50 წლის წინ და მაშინ არარეალური ჩანდა ყველაფერი, მაგრამ თუ ხალხი არის საკმარისად მზად, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი. შეიძლება არა ხვალ, არა ზეგ, მაგრამ მას აქვს შანსი. სამწუხაროდ, ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელობა ძალიან იმედგამაცრუებელია ჩვენთვის”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” მოლოდინები მთლიანად მცდარია, მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი ღიად “ანტიამერიკული” განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს?”- კურტ ვოლკერი
შემდეგი სტატიაშეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისათვის-ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს