22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ტუსკი: რუსეთი აღფრთოვანებული იქნება, თუ პოლონეთსა და უკრაინას შორის კრიზისი დაიწყება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ვარშავასა და კიევს შორის ურთიერთობების გაფუჭებით და „აღფრთოვანებული დარჩება“, თუ ქვეყნებს შორის ღრმა პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნება. ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ესკალაციას, რუსეთთან ერთად, „ორივე მხარის ნაციონალისტი ფანატიკოსებიც“ ცდილობენ, პროცესებში კი განსაკუთრებით აქტიურობენ რუსული ბოტები.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობა მტკიცედ დაუპირისპირდება დეზინფორმაციასა და მტრულ პროპაგანდას. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების — ვოლოდიმირ ზელენსკისა და კაროლ ნავროცკის ბოლოდინდელი შეხვედრა და აღნიშნა, რომ ორივე ლიდერი აცნობიერებს ამ დაძაბულობის საზიანო ხასიათს.

ვოლინის ტრაგედიის წლისთავის წინ (რომელსაც პოლონეთში 11 ივლისს აღნიშნავენ), დონალდ ტუსკმა მხარეებს ისტორიული საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ სიმართლე პოლონეთ-უკრაინის შერიგებისა და ევროპული თანამეგობრობის მთავარი საფუძველია.

„რუსები ხელებს იფშვნეტენ, როცა ხედავენ, რომ შეუძლიათ პოლონეთსა და უკრაინას შორის ემოციური კონფლიქტის გაღვივება… ისინი აღფრთოვანებულები იქნებიან, თუ პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებში დრამატული კრიზისი დაიწყება“,_ განაცხადა ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშიTI თამარ ფერაძის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს
შემდეგი სტატიაქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე მოძრაობა იზღუდება – შემოვლითი მარშრუტები ონის მიმართულებით