პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევას ეხმაურება და შიშობს, რომ ეს ნაბიჯი კრემლის მიერ აღქმული იქნება როგორც წახალისება აგრესიული პოლიტიკის გასაგრძელებლად.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას მშვიდობასთან დაახლოება რომ შეეძლოს, მე აბსოლუტურად მივემხრობოდი. თუმცა, რაც მაშფოთებს და ამავდროულად გამოცდილებაც მკარნახობს, ამ ეტაპზე რუსეთმა სრულიად შესაძლებელია, ეს წახალისებად განიხილოს, განაგრძოს თავისი აგრესიული პოლიტიკა. ამას ვშიშობ“, — აღნიშნა ტუსკმა.








