პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ლიდერის მთავარი ამოცანა ემოციების დაცხრობა და კომპრომისის მოძებნაა.
“პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი პუტინს ახარებს, ჩვენს მოკავშირეებს კი შოკში აგდებს. პრეზიდენტების — ზელენსკისა და ნავროცკის ამოცანა ემოციების დაცხრობაა და არა დაძაბულობის გაღვივება. ფრონტის ხაზი სულ სხვაგან გადის“,_ წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების”(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო. ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.

















