პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავა არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით სხვა ევროპული სახელმწიფოების შეცდომებს არ გაიმეორებს და ქვეყნიდან ყველა იმ უცხოელს გააძევებს, ვინც კანონს დაარღვევს.
ოფიციალური განცხადება პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის პოზიცია უპრინციპო და დაუნდობელი იქნება.
„პოლონეთი არ გაიმეორებს სხვა ევროპული ქვეყნების შეცდომებს და არც მათთვის გადაიხდის. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საზღვარს არალეგალური მიგრაციისგან, გვაქვს საკუთარი თავშესაფრის პოლიტიკა, ვადეპორტებთ მათ, ვინც არღვევს პოლონეთის კანონს. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით. ეს არის ის, რაც მე ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში ვუთხარი“, — განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მკაცრი განცხადება საფრანგეთის მსხვილ ქალაქებში მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და არეულობებს მოჰყვა, რაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.


















