ტუსკი: ევროპელებიც გლოვობენ რუს ხალხთან ერთად

დონალდ ტუსკი

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ევროპელი მოქალაქეების სახელით კემეროვში მომხდარ ხანძარში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. ბულგარეთში ბრიფინგზე გამოსვლისას მან რუსებს რუსულად მიმართა. “დღეს, ჩვენ ევროპელები რუს ხალხთან ერთად ვგლოვობთ დასავლეთ ციმბირში, კემეროვში, მომხდარი ხანძრის გამო. ჩვენი ფიქრები და გულები თქვენთან არის” – განაცხადა ტუსკმა.

უკანასკნელი მონაცემებით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა, სადაც ხანძარი მოხდა, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მფლობელი. დაკითხულია 70-ზე მეტი თვითმხილველი.

ოფიციალური ინფორმაციით ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენაზე.

banner
წინა სტატიაშიროგორ მოხვდა თურქი პარლამენტარი სოხუმში ხაჯინბასთან?
შემდეგი სტატიაგროზნოში მრავალსართულიან სახლში ხანძარი ჩააქრეს