ტუსკი – ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია

ევროკავშირის არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში განაცხადა, როდესაც ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართავდა.

„ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვართ ორიენტირებული, რომ გავაძლიეროთ პოლონეთი, გავაძლიეროთ ევროპა, პოლონელები გაერთიანდნენ და ევროპა იყოს გაერთიანებული, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ავიცილოთ ომის დრამა აქ, ჩვენს მიწებზე“, – განუცხადა ტუსკმა შეკრებილ მხარდამჭერებს.

ევროპის 27 ქვეყანა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ასარჩევად ემზადება. არჩევნები ამ კვირაში გაიმართება, სადაც ხმის მიცემის უფლება 373 მილიონ მოქალაქეს აქვს. 6-9 ივნისს დანიშნული არჩევნების შედეგი ასევე იმოქმედებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიკანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები – ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიამაკრონი – არასდროს ყოფილა ევროპული არჩევნები ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, რადგან ევროპაში ომია, კლიმატის ცვლილება, ჩვენს დემოკრატიას მზარდი უკიდურესობებიც ემუქრება