9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ტუსკი: ევროკავშირი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს უკრაინისთვის რეპარაციების სესხის განბლოკვას, სანამ ორბანი არ წავა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით,  ევროკავშირი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს უკრაინისთვის რეპარაციების სესხის განბლოკვას უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე, რადგან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აქტიურად იყენებს უკრაინის საკითხს თავის საარჩევნო კამპანიაში. 

ტუსკის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ორბანის დარწმუნება და მას კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, „გარკვეული პროცედურული, ან ფორმალური ხრიკების გამოყენებით, უკრაინისთვის დახმარება დაბლოკოს“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გადაწყვეტილებებს მოძებნის, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ტუსკმა განმარტა, რომ კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ბლოკის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნებას მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის დახმარების გასაწევად გეგმა B არ აქვს.

„ჩემი პოლიტიკური ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ფინანსური დახმარების, ამ სესხის უკრაინისთვის გაცემას 12 აპრილამდე [უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებამდე]“, – განაცხადა ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ნავთობისა და გაზის კრიზისის მთავარი გამოსავალი ჰორმუზის სრუტის გახსნაა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: პატრიარქმა ილია მეორემ, ავტოკეფალიის აღიარების განმტკიცებით, ეს ისტორიული ხაზი დააგვირგვინა