Turkish Airlines-ის რეისზე 13 კილომეტრის სიმაღლეზე გოგონა დაიბადა

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავ Boeing 737-ის ეკიპაჟმა, რომელიც ასრულებდა რეისს “კონაკრი-უაგადურუ-სტამბოლი”, მგზავრ ნაფი დიაბისგან მშობიარობა მიიღო. გოგონას, რომელიც 12 800 მეტრის სიმაღლეზე დაიბადა, კადიჟუ დაარქვეს.
მშობიარობის მიღებაში თვითმფრინავის ეკიპაჟს რამდენიმე მგზავრიც დაეხმარა. ბურკინა ფასოს დედაქალაქში დაშვებისთანავე, დედა-შვილი საავადმყოფოში მოათავსეს, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობსნ – ექიმებმა გაავრცელეს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიელები ნაცემი გეების დასაცავად გამოვიდნენ
შემდეგი სტატიამამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ცივი იარაღით 8 ჭრილობა მიაყენა