27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ტურიზმის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ახალი სანქციები შემოდის და ჯარიმების ნაწილი იზრდება

2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა

ტურიზმის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ახალი სანქციები შემოდის და მოქმედი ჯარიმების ნაწილი იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები – „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის.

პროექტის მიხედვით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებებით, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ იქნება ჩადენილი განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არდარეგისტრირებაზე ჯარიმა განისაზღვრებოდა 500 ლარით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

პროექტით, ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ცვლილებებით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით, ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით, ჯარიმების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1-ელი ივნისი ან 2027 წლის 1-ელი იანვარი.

banner
წინა სტატიაშირუსი მიტროპოლიტი რომელიც ჩეხეთში ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიათსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან