ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ უწყების თანამშრომლები და ეკონომიკის სამინისტრო.

გიორგი ჩოგოვაძე სააგენტოში გუშინ ნახეს, დღეს კი ის სამუშაო ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჩოგოვაძის სამსახურში არ მისვლის მიზეზი, არა თანამდებობის დატოვება, არამედ მისი შვილის დაბადების დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ტურიზმის ადმინისტრაციაში და არც ეკონომიკის სამინისტროში გიორგი ჩოგოვაძის გადადგომის ფაქტი არ დასტურდება, ბიზნეს მედია ავრცელებს ინფორმაციას მის შემცვლელთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება, რომელიც შატო მუხრანის ერთ-ერთი აქციონერია. ის ასევე ფლობს კომპანია „ველინგტონს“, რომელიც ჩიფსს – “ფრიქსი” აწარმოებს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

მიზეზი, სავარაუდოდ მუსიკალურის ფესტივალის “ჯემ ფესტის” გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნაცემია