ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობაში შეეფარდა

მოსამართლე ტრაილერის მძღოლებს, რომელთაც ქურდობას „ტენიან“, „სამაგალითოდ“ დასჯას უპირებს

ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეეფარდა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე, დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორმა, ოთარ სამუნაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს საფრთხე მოწმეებზე ზეგავლენის და მიმალვის.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მედიასთან არ საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.

27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი გაუპატიურება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად განახლდება, სრულყოფილად კი პროცესი პირველ ოქტომბერს აღდგება