8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ტურისტებით სავსე ავტომობილი ყინულის ქვეშ ჩავარდა- რა მოხდა ბაიკალის ტბაზე

რუსეთის ბაიკალის ტბაზე, ხობოის კონცხის მახლობლად ტურისტებით სავსე ავტომობილი „უაზი“ ყინულის ქვეშ ჩავარდა. მანქანაში 9 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, არის მსხვერპლი. დაღუპულთა რაოდენობა არ დაკონკრეტებულა.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის თქმით, ავტომობილში უცხოელები, სავარაუდოდ, ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა ტურისტმა მანქანიდან ამოსვლა მოახერხა და გადარჩა, დანარჩენები დაიღუპნენ.

გუბერნატორის თქმით, ამ რაიონში ყინულზე ავტომობილით გადაადგილება ამჟამად ძალზე საშიში და აკრძალულია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ევროკავშირში წევრობის შემცირებულ შესაძლებლობებს გამორიცხავს
შემდეგი სტატია“რატომღაც ამაზე ყველა დუმს”- მიხეილ სააკაშვილი