ტურისტები სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო აფხაზეთში ვიზიტებს აუქმებენ

ტურისტები სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო აფხაზეთში ვიზიტებს აუქმებენ – ამის შესახებ აფხაზური მედია ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს.

ორშაბათს, 20 მაისს დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის მოძრაობის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც აქციის მონაწილეები პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვენ. “ეს მშვიდობიანი აქციაა. დღეს ჩვენ გვინდოდა არა მხოლოდ ერთმანეთისთვის, არამდე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია როცა უსამართლობას ვხედავთ, რომ შეგვიძლია საგანგებო ზომებს მივმართოთ, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც თანამდებობებიდან უსამართლოდ დაითხოვეს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომავლისთვის ვაკეთებთ ამას, რადგანაც მსგავსი მეთოდები ჩვენს ქვეყანას დაღუპავს” – თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტთან აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩავიდა ხალხი.

“ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს ხალხთან მოსულიყო, ის ახლახანს ეთერში იყო, სადაც თქვა, რომ ჩვენთან მოსვლას არ აპირებს. ამ მყოფი ყველა პროტესტანტის სახელით, მცირეოდები კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ მის გადაყენებას ვითხოვთ” – თქვა ხიშბამ წუხელ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
აქცია სამშაბათსაც გრძელდება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ
შემდეგი სტატიათუ ვინმეს ჩვენი ხმები უნდა, დაგველაპარაკოს, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგას „გირჩი“ არ ჭამს