ტურძელაძე: COVID-19-ით გარდაცვლილის ცოლის მდგომარეობაც უმძიმესია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსი დღეს,  გარდაცვლილი კაცის ცოლსაც აქვს დადასტურებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“მისი მეუღლე ახლა ჩვენთან წევს. უმძიმესია ისიც. ასაკოვან ქალბატონს ქრონიკული დაავადებები აქვს და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. თუმცა, ისეთი მძიმე, როგორც კაცი იყო, არ არის. კაცი ზღვის ჰოსპიტლიდან გადმოიყვანეს, მეუღლე სხვა საავადმყოფოდან”, – ამბობს ტურძელაძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

დღეს,  საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა – 83 წლის კაცი.

“უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი”, – თქვა ტურძელაძემ გარდაცვლილ პაციენტზე საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიალალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი COVID-19-ით დაინფიცირდა