თურქეთმა მძიმე ტერაქტი აღკვეთა

თურქეთმა მძიმე ტერაქტი აღკვეთა.

10913575_398668803626646_1372568804_nდღეს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, თურქეთის სპეცსამსახურების ტერორიზმთან ბრძოლის ბიურომ, ორი ადამიანი მაშინ დააკავა, როცა ისინი, სტამბულის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ ,,ჯავაჰირში,, ორი თვითნაკეთი ბომბით შესვლას ცდილობდნენ. თურქული მედია აცხადებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ქურთების მუშატა პარტიის მეომრები არიან. დაკავებულთა მიმართ ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ სტამბულში ერთი კვირის წინ ტერაქტი მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ქალბატონმა, პოლიციის შენობაში აიფეთქა თავი. თუ გავითვალისწინებთ სავაჭრო ცენტრ ,,ჯევაჰირის,, პარამეტრებს და ხალხმრავლობას, იქ აფეთქება გაცილებით უფრო სისხლიანი იქნებოდა ვიდრე აქამდე სტამბულში განხორციელებული ტერაქტები.

banner
წინა სტატიაში,,სტოკჰოლმის სინდრომის,, ქართული რეალობა
შემდეგი სტატია„ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას კარგად ხედავენ“