ტუნისში ბერლინის ტერაქტის მომწყობის ძმისშვილი დააკავეს

ტუნისის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ბერლინში ტერაქტის მომწყობის ძმისშვილი და კიდევ ორი პირი დააკავეს. ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ დაკავებულების ასაკი 17-დან 27 წლამდეა და ყველა მათგანი “ტერორისტულ კერას” წარმოადგენდა.
24 წლის ანის ამრი, რომელიც გერმანიის მთავრობის ვერსიით, იმ სატვირთოს მძღოლი იყო, რომლითაც ტერორისტმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ხალხი გაიტანა, იტალიაში, მილანში მოკლეს სამართალდამცველებმა გუშინ დილით.

გუშინვე “ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამრი მათ ერთგულების ფიცს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიარ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას ყრილობაზე – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაუკრაინაში სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ