„ნაციონალური მოძრობის“ წევრი გიორგი ტუღუში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, ბრალდებების გავრცელებამდე, ინფორმაცია გადაამოწმოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებების საპასუხოდ, ტუღუშმა განაცხადა, რომ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მისი პარტიის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
„მესმის, რომ კობახიძე განერვიულებულია, მაგრამ თუ ინფორმაციას არ გადაამოწმებს, ის მაინც გააკეთოს, რომ ტელევიზორს შეხედოს, სანამ მისი მხრიდან კონკრეტული ბრალდებები გაისმება“, – დასძინა ტუღუშმა.