ტუბერკულოზით დაავადებულთათვის $12 მილიონიანი პროგრამა იწყება

თბილისი (GBC) -ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროული და ხარისხიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის პროგრამა დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ფარგლებში: გაუმჯობესდება მკურნალობაზე დამყოლობა მკურნალობაზე მეთვალყურეობის ახალი მეთოდების დანერგვის შედეგად;

სამეცნიერო კვლევების მეშვეობით მოპოვებული იქნება სარწმუნო ინფორმაცია პროექტის განხორციელების ეფექტიანობის შეფასებისათვის;

თავიდან აცილებული იქნება ტუბერკულოზის ეპიდემიის ფართომასშტაბიანი გავრცელება პოპულაციის მაღალი რისკის ჯგუფებში;

ამასთან, გლობალურ ფონდთან მოლაპარაკებების საფუძველზე მომზადდა „საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროგრამა.

პროექტის სრული ბიუჯეტი 2017-2019 წლებისთვის შეადგენს 12,125,491 აშშ დოლარს, მათ შორის 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენს 5,689,013 აშშ დოლარს.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: პროცესები გადავა ქუჩაში
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდის პოლიტიკური თვითმკვლელობა