10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ტუაფსეს პორტის ნავთობტერმინალზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსებმა ტანკერები სხვა პორტში გადაამისამართეს

ტუაფსეს პორტის ნავთობტერმინალზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსებმა ტანკერები სხვა პორტში გადაამისამართეს,_ ამის შესახებ  ინფორმაციას Novaya Gazeta Europe ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დღეს პორტში შესული გემების რაოდენობა განახევრდა. დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობტანკერები და სხვა გემები, სავარაუდოდ, ნოვოროსიისკის პორტში გადაამისამართეს, რომელიც ტუაფსედან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივობა გაიზარდა.

16 აპრილის თავდასხმის შემდეგ საზღვაო ნავთობტერმინალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სამნახევარი დღე დასჭირდა და ცეცხლი საბოლოოდ 19 აპრილს ჩააქრეს. თუმცა, 20 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პორტზე საჰაერო იერიში კვლავ მიიტანეს, რის შედეგადაც ხანძარი ისევ გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიდიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია დაიწყეს
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ტოტალიტარს ძალაუფლების ის ნაწილი სჭირდება, რომელიც ეკლესიას ჰქონდა