“ტუალეტის” ქაღალდები ტრამპის და კლინტონის გამოსახულებით

ტუალეტის ქაღალდები ტრამპის და კლინტონის გამოსახულებით

13ჩინეთში იყიდება უცნაური “ტუალეტის” ქაღალდები – დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის გამოსახულებებით – Daily Mail-ი წერს.
ჟურნალისტების თქმით, ტრამპმა ჩინელების წყრომა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ გამოთქმული არა ერთი კრიტიკული მოსაზრების გამო დაიმსახურა.
ტუალეტის ქაღალდი, რომელზეც ტრამპია გამოსახული, 0,5% ღირს. ის ასევე იყიდება ცნობილ ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზიაში “ამაზონზე”. “ადრე ტრამპის ტუალეტის ქაღალდს დღეში 100 ცალს ვაწარმოებდით, ახლა კი – 5 ათასს” – განაცხადა მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, რომლის სახელსაც Daily Mail-ი არ ასახელებს. მისი თქმით, პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამასთანავე, მისი თქმით, ტრამპის ტუალეტის ქაღალდი 6-ჯერ მოთხოვნადია, ვიდრე კლინტონის.

banner
წინა სტატიაშისალომე ასათიანი: “რამდენიმე წლის წინ პირადად მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი”
შემდეგი სტატია(video) უკრაინაში პოლიციის მობილური ოფისები ამოქმედდება