წვრილმანი ხულიგნობა ქუთაისში – “გატეხეს მანქანა! ამოღებულია ჩანთა, რაშიც დევს აუცილებელი საბუთები, თანხა და პასპორტი”

წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი დაფიქსირდა ქუთაისში. აღმაშენებლის ქუჩაზე, გატეხეს მანქანა და წაიღეს გარკვეული ოდენობის თანხა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ჯგუფში, მოქალაქე ავრცელებს..

“აღმაშენებლის 142# თან გატეხეს მანქანა!
ამოღებულია ჩანთა, რაშიც დევს აუცილებელი საბუთები, თანხა და პასპორტი !!!

ჩანთა არის შავი ფერის ბრენდი- miumiu .

იქნებ იპოვოს ვინმემ და მოგვაწოდოთ საბუთები და პასპორტი!!
ძალიან მნიშვნელოვანია
‼️‼️‼️‼️‼️”,-დაწერა მოქალაქემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი დაადასტურეს. უწყების განმარტებით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ძალაუფლება ხდება მიზანი, მსახურება – ინსტრუმენტი, ხოლო განსხვავებული ხმა საფრთხედ აღიქმება” – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა
შემდეგი სტატია“იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქოს მამა დოროთე “ქოცური” ტერორისგან დაეცვა, თვითონ გახდა ამ ტერორის განხორციელების ინსტრუმენტი” – ბექა მინდიაშვილი