„წვივები დაჟეჟილი ჰქონდა, ეტყობა დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს“

ხანგრძლივი გლოვის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რომელიც შვილის ცხედრის გადმოსვენებას თითქმის 1 თვე ელოდებოდა, საქართველოს მიუსამძიმრა. რუსუდან ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და დაზიანებები, თითქმის, მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

ტატუნაშვილის დედა იმასაც ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა: “თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული – ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა. ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი”, – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.მისივე განცხადებით, ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას სურდა, რომ დაედგა სპექტაკლი თითქოს ჩემი შვილი დივერსიული აქტის მოწობას ცდილობდა. ვითომ ტერორისტი და რაღაც დაჯგუფების წევრი იყო და თხოვდნენ ეღიარებინა, რომ საქართველოდან შემოგზავნილი იყო და პუტინის არჩევნების ჩაშლა სურდა და ამაში თანამონაწილე იყო ამერიკაც. რომ არ აღიარა ამის შემდეგ შეუტანეს რუკა და უთხრეს, რომ თქვი რომ ეს სამხრეთ ოსეთიაო და აღიარეო, არჩილს უთქვამს, რომ ეს სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა და იქნებაო. ამის შემდეგ ქართულ დროშაზე ფეხით შედგომა მოუწოდეს. თითები სულ დაჩეჩქვილი იყო. ხელები კი დაგლეჯილი ჰქონდა. წვივები სულ დაჟეჟილი ჰქონდა, ეტყობა, რომ დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს. თავზე დაზიანებები ჰქონდა. სახეზე მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული, თორემ სულ დალურჯებული იყო. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი. “- განაცხადა რუსრუდან ტატუნაშვილმა “იმედის კვირის” ეთერში.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში მძარცველმა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა
შემდეგი სტატიატრაგედია რუსეთში-ათეულობით ადამიანი ცოცხლად დაიწვა