წვიმამ რომის ქუჩები დატბორა (video)

8 აპრილს რომში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მთელი რიგი რაიონები დაიტბორა, ადგილობრივებს მაშველების დახმარებაც კი დასჭირდათ. ყველაზე მეტად დედაქალაქის ჩრდილოეთის რაიონები დაზარალდნენ.

სადილის შემდეგ მაშველებმა საბავშვო ბაღის ერთ-ერთი შენობებიდან 40 ბავშვი და 6 აღმზრდელი გამოიყვანეს, რადგანაც წყლის დონემ შენობაში 90 სმ-ს მიაღწია. ისინი მეზობელ სასტუმროში განათავსეს. იმავე რაიონში მაშველებმა იხსნეს მამაკაცი, რომელიც ნახევრად დატბორილ შენობაში ჩაკეტილი იყო. სულ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებს დაახლოებით 50 გამოძახება ჰქონდათ.

დატბორვის შემდეგ ქუჩებში მოძრაობა გართულდა, მათ შორის, ქალაქის ცენტრში.

დღეს დატბორილი რომის ფორზე ქალაქის მერის ვირჯინია რაჯის მიმართ უამარვი კრიტიკა გაისმა.

 

https://youtu.be/lPdIir_tETM

banner
წინა სტატიაშიგახარია ნამახვანჰესზე: რიონის დამცველების მხარდაჭერის გარეშე ეს ჰესი ვერ აშენდება
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკაში ათი ტყუპისცალი დაიბადა, ყველა ცოცხალია