წვიმამ და ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონი დააზარალა

სტიქია გორის რაიონში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონი დააზარალა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქალაქ თელავს მიაყენა. ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს კავკასიონისა და ალაზნის გამზირებზე სახურავები გადახადა.

ასევე, თელავისა და ალავერდის ტაძრის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები. დაწყვეტილი და დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც გურჯაანისა და თელავის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

მნიშვნელოვნადაა დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულ არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კახეთში დილიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნებისათვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
შემდეგი სტატიახვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება