ამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამატებითი ექსპერტიზა ტარდება

ამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ბალისტიკური ექსპერტი, გამომძიებლები და კახეთის საექსპერტო ჯგუფი იმყოფება.

ისინი კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ იმ ოთახს, სადაც სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლისას მას გაუჩნდა ბევრი კითხვა, რისთვისაც დამატებითი ექპერტიზა გახდა საჭირო.

“საქმის მასალების გაცნობიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვები, რაზეც ინტერესების დამცველმა დააყენა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა. ჩვენ აქ ჩამოვედით სწორედ იმიტომ, რომ საქმეში არსებული ტყვიის ფრაგმენტები ვერ იძლევა სრულად იდენტიფიცირების საშუალებას, რომ ეს იყო ერთი ტყვია. ვნახოთ, რა იქნება ოთახის დათვალიერების შემდეგ”, – განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს
შემდეგი სტატია“ეს იყო ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს”