ამ წუთებში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლების აიღება მიმდინარეობს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეების თქმით, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბაზარში გადასვლის შემთხვევაში შეღავათიან პირობებს გულისხმობს, მათთვის მიუღებელია, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ 6 თვის განმავლობაში ისინი შეღავათიანი პირობებით ივაჭრებენ. მათივე განცხადებით, ისინი იაფფასიანი პროდუქციით ვაჭრობენ, 6 თვის გასვლის შემდეგ კი ისინი ბაზრობაზე დაწესებულ გადასახადს ვერ გაწვდებიან.

თბილისის მერიამ უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ვიდეომასალა  მათე- გიორგი მათიაშვილმა გაავრცელა

https://youtu.be/JU88kKCMLa8

 

banner
წინა სტატიაში4.000 ლარიანი ხელფასი ივანიშვილის და ბესელიას ნათესავებისთვის – ფული არაფრის კეთებაში
შემდეგი სტატიაძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაისჯება