ამ წუთებში ხალხმრავლობაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში

ნაბაკევი. საპროტესო აქცია

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ წუთებში ხალხმრავლობა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არის შეკრებილი. ადგილობრივები, რომლებიც დარბევის შიშით აცხადებენ, რომ ეს შეკრება საპროტესტო ხასიათს არ ატარებს, ითხოვენ გაუქმდეს ქართული მოსახლეობისათვის დაწესებული ე.წ “ვიდნაჟიტელსტვა” (დროებითი ბინადრობის მოწმობა) და დარჩეს იგივე ,,ფორმა 9,, რომლითაც მოსახლეობა აქამდე სარგებლობდა.

მოსახლეობის აზრით, ამ ბინადრობის მოწმობის მიღების შემთხვევაში მათ გადაადგილება გაუჭირდებათ საზღვარზე და ბევრი მათგანი შეიძლება საკუთარ სახლში ვეღარც დაბრუნდეს. შეკრებილების მოთხოვნას გამოეხმაურნენ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სოხუმიდან ნაბაკევში ჩავიდნენ და ამ დროისათვის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ.

ინფორმაცია ამის შესახებ “თაიმერს” შეხვედრის მონაწილეებმა აცნობეს. შეგახსენებთ, რომ ნაბაკევი ის ერთადერთი სოფელია, სადაც მოსახლეობამ  ორი წლის წინ გაბედა საპროტესო აქცია.  დღეს კი მოითხოვა დეფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციურ რეფორმაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიათურქეთში დაპატიმრებული ჟურნალისტი გერმანიამ დააჯილდოვა