“წულუკიანთან და გვენეტაძესთან მხოლოდ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტზე ვიმსჯელეთ”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ცნობით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვედრისას, მხოლოდ სასამართლო რეფორმასა და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტზე იმსჯელეს.

კვაჭანტირაძის სამუშაო კაბინეტში გამართულ შეხვედრაში უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. “ქვეყანაში საერთო სასამართლოების რეფორმების გაგრძელება აქტუალურია. ამას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტშია განხილული. დღეს ჩვენი ინიციატივით შეკრება შედგა და დიდი მადლობელი ვართ ნინო გვენეტაძის, რომელმაც გამოთქვა სურვილი, შეხვედრაზე შემოგვერთებოდა. კანონპროექტი თავიდან ბოლომდე დეტალურად განვიხილეთ, რადგან გვინდა, შეჯერებული და სიცოცხლისუნარიანი იყოს. სასამართლოებში საქმეთა გადანაწილების სისტემის დანერგვის ტექნიკური დეტალებიც კი განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ სამწლიანი პრობაციის ვადის დეტალები, სად რა არის აუცილებელი და მიზანშეწონილი, რომ განვახორციელოთ”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნების თემას არ შეხებიან. “რატომ უნდა შევხებოდით ამ თემას სასამართლოს თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან?!”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის ლიდერთან შეხვედრა თეა წულუკიანმა უკომენტაროდ დატოვა
შემდეგი სტატიაავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს