წულუკიანმა შოთაძეს ტაში დაუკრა და ტაშფანდურით გააცილა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების კითხვებს ორი საათზე მეტხანს პასუხობდა. მოკლული მოზარდის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში შვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაბარებული. ზაზა სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით აძლევდა.

„მთავარი დარღვევა რაც არის, სად არის მიხეილ კალანდიას სისხლით ამოსვრილი ტანსაცმელი. დღეს მივაწოდეთ ეს კითხვა და ვნახოთ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის მამა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

“როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი, დავრწმუნდი, რომ მან ამ კაცმა ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საქმის შესახებ იცის ყველაფერი და რეაგირებას არ აკეთებენ, ან თუნდაც, იმ მფარველების მფარველად მოგვევლინებიან, თუნდაც, წულუკიანი შოთაძის მფარველად რომ მოგვევლინა. შოთაძე გადადგა, არანაირი პასუხისმგებლობა და პირიქით, ტაში დაუკრა დ ტაშფანდურით გააცილა. რაც შეეხება გახარიას, გუშინაც და გუშინწინაც ვნახეთ მისი დარღვევები რაც იყო, გუშინაც იყო დარღვევა, რომ 2-3 ადამიანი გუშინაც გაიტაცეს უგზოუკვლოდ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შსს-ში განმეორებით გამოკითხვაზე მივიდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი და ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: “ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას”
შემდეგი სტატიაბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ მერე მელაპარაკეთ-ნიკა გვარამია